პროექტის მასალები

მოსწავლეებმა, ამ პროექტის ფარგლებში, დაამუშავეს თემა: „ სამშობლოდან გადახვეწილის სევდა“ . გთავაზობთ ამონარიდებს ამ თემებიდან.
მერი ხოხობაშვილი, მე-7 კლასი: „ ... ჩემთვის ბუნებრივია სამშობლოს მოცილებულ ადამიანთა სევდა და განცდები. მეც უსამშობლოდ ასეთი გრძნობა დამეუფლებოდა, ძნელია, როდესაც შენს მიწა-წყალზე არ გიწევს ცხოვრება, არ ხარ შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. მე რომ ემიგრანტი ვიყო, ძალიან დავითრგუნებოდი, სევდა და ცრემლები მომეძალებოდა, სიხარულის შეგრძნებას დავკარგავდი, ასე მგონია და რა ვიცი... ყველას ვურჩევ, რომ სამშობლო არ დატოვონ და თუ დატოვებენ რაღაც მიზეზების გამო, ადრე თუ გვიან, მაინც დაუბრუნდნენ საკუთარ მიწა-წყალს.“
ანა თითილოკაშვილი, მე-7 კლასი: „სამშობლო ადამიანისთვის მეტად ძვირფასია, განსაკუთრებით მაშინ გრძნობს ამას, როდესაც არ ცხოვრობს საკუთარ ქვეყანაში. ამ დროს ყველაფერი გენატრება: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ბუნება, ქართული საუბარი...
ბევრს, მისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა მიზეზების გამო, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, უხდება სამშობლოს დატოვება. ეს მეტად მტკივნეული თემაა.
შევისწავლე სამი ნაწარმოები: „ მიწის ყივილი“, სადაურსა სად წაიყვან“, „ შინდისის ჭადრები“, რომლებმაც ჩემში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. გმირების სევდამ, მონატრებამ, სამშობლოში დაბრუნების სურვილმა, განცდებმა, მოგონებებმა ტირილამდე მიმიყვანა. შემეცოდა ანდრო კაიშაური, ალექსანდრე ბესტავაშვილი... რამდენი ასეთი ანდრო და ალექსანდრეა დღეს სამშობლოს მოშორებული და სადღაც გადაკარგული...
ერთი წამით წარმოვიდგინე თავი სამშობლოდან შორს და აუტანელმა სევდამ ეს ლექსი დამაწერინა:

 
წერილი საქართველოს

 
შენ, ერთადერთო ჩემო ტკივილო!
შენ, განუყრელო ნაწილო ჩემო!
ტკბილად გავლილო ბავშვობის დღენო,
მომნატრებია ის მთა და მდელო!

დღეს ჩემი დღეა-შენთან მოვდივარ,
მე ხომ სამშობლოს პატრიოტი ვარ!
ვფიცავ! მე მუდამ შენთან ვიქნები,
რაც გინდა მოხდეს, არ შევშინდები,
არ დაგივიწყებ, არ დაგშორდები!

მუდამ ვიომებ შენთვის ამაყად
ჩემი ფესვები მანდ არის მყარად,
შენ ჩემს გულში ხარ მარად და მარად,
არ მსურს, არ მინდა სხვა რამ არაფრად!

...და თუ ჩამოსვლის არ მქონდა ნება,
ვერ ავიხდინე ჩემი ოცნება,
არ გამიმეტო, არ გამიჯავრდე,
შენზე ვფიქრობდი სიკვდილის დღემდე!

 
კახა კარატიელმა კი ლექსად გამოთქვა თავისი სათქმელი:

 
სამშობლო

 
სამშობლოს ბედი მაწუხებს, 
დღე მუდამ მიჭერს მარწუხებს,
არა მწამს ისეთი კაცის, 
რომელიც ვერას გამიგებს.

ბევრ ბრძოლა გამოგივლია,
არ დაგიგდია ხმალიო
და თუ სამშობლოს აფასებ, 
არ მაანატრო თავიო!

Комментариев нет:

Отправить комментарий